0 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანდერს ბრეივიკის მამა დაკითხეს

ჩამოტვირთვა

სამართალდამცველებმა ანდერს ბრეივიკის მამა დაკითხეს. ტერორისტის მშობელი ფრანგი და ნორვეგიელი პოლიციელების შეკითხვებს 13 საათის განმავლობაში პასუხობდა. ტერორისტის მამა ყოფილი დიპლომატია. ის საფრანგეთის ქალაქ კურნანელში ცხოვრობს. მამა-შვილს ერთმანეთი რამდენიმე წელია არ უნახავთ, თუმცა ამის მიუხედავად, ნორვეგიელი გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ იენს ბრეივიკს შესაძლოა ჰქონდეს პასუხი შეკითხვაზე, რა იყო მოტივი, მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცმა 77 ადამიანი მოკლა. ანდერს ბრეივიკს ორი დღის წინ ბრალი ოფიციალურად წაუყენეს - მას ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები