0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჟიზელი - მოდელობიდან მილიარდერობამდე

ჩამოტვირთვა

ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰემი, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს არა მხოლოდ როგორც ერთერთი ყველაზე ცნობილი ტოპმოდელი, არამედ სამოდელო ბიზნესის პირველი ქალი წარმომადგენელი, რომლის შემოსავალი თითქმის მილიარდ დოლარს აღწევს. ასეთ წარმატებას 31 წლის ჟიზელმა საკუთარი თეთრეულის კოლექციის წყალობით მიაღწია, რომელიც 40 ნივთისგან შედგება. ბრაზილიელი მოდელის მიერ შეთავაზებული ნაწარმი იაპონიაში, ლათინურ ამერიკასა და ისრაელში ძალიან პოპულარულია. ამ ბიზნესში ცნობილი ტოპმოდელი თანამშრომლობს კომპანია „ნორმთან „, რომლის გაყიდვების გაზრდა ბუნდჰემს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი ქონება 40 % ით გაზარდოს. ეს ვიქტორია სეკრეტის პირველი მიღწევა არ არის, 2010 წლის მაისში ჟიზელი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დასახელდა, 25 მილიონი წლიური შემოსავლით. დახლოებით, იმავე რაოდენობის თანხას გამოიმუშავებს 26 წლის მოდელი ისრაელიდან ბარ რაფაელი, რომელიც ქალისა და მამაკაცის საცვლების კოლექციაზე მუშაობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები