0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაერო-ს უშიშროების საბჭო ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოებზე შეტევებს გმობს

ჩამოტვირთვა

გაერო-ს უშიშროების საბჭო ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოებზე შეტევებს მკაცრად გმობს. ამის შესახებ განცხადება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. "უშიშროების საბჭოს წევრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ტერორიზმი ნებისმიერი ფორმით და გამოვლინებით არის მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე და ტერორიზმის ნებისმიერი აქტი კრიმინალური და გაუმართლებელია მიტოვაციისა და იმის მიუხედავად, სად და ვის მიერ არის ჩადენილი", - ნათქვამია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.საბჭოს წევრები გმობენ ძალადობის ახალ ფაქტებს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობეის წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის თანამშრომლების სიცოცხლეს და ხელს უშლის ნორმალურ მუშაობაში. ამასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭო აცხადებს, რომ აუცილებელია, პასუხი აგონ ტერაქტებში დამნაშავეებმა, ორგანიზატორებმა და დამფინანსებლებმა. 13 თებერვალს ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც ერთ-ერთი დიპლომატის მეუღლე დაიჭრა. ამავე დღეს, საქართველოში ისრაელის საელჩოს მძღოლის პირად ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინდა და ის დრულად გააუვნებელყვეს. მომხდარს იმავე დღეს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდასხმების ორგანიზებაში მოძრაობა "ჰესბოლა" და ირანი დაადანაშაულა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ნეთანიაჰუს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ თავდასხმები თავად ისრაელის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები