0 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პოლიტიკური კრიზისი რუსეთში

ჩამოტვირთვა

რუსეთში პოლიტიკური კრიზისია. ანტიპუტინური მუხტის დაგდებას კრემლი ისევ სასულიერო პირების დახმარებით ცდილობს. ქვეყნის პატრიარქმა მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. კირილმა ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი უწოდა. ოპოზიციის ლიდერები ახალი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. პარალელურად, გაყალბებულ და ნაყიდ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთაშორისო საზოგადოების, გავლენიანი ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების გარდა, უკვე საარჩევნო უბნებისა და კომისიის წევრები ალაპარაკდნენ. დამკვირვებლები სხვადასხვა პარტიიდან და კომისიების თავმჯდომარეები სკანდალურ განცხადებებს აკეთებენ და თავად იხსენებენ, როგორც ცვლიდნენ მონაცემებს საბოლოო ოქმებში მმართველი გუნდის სასარგებლოდ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები