0 5 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში დაპირისპირება გრძელდება

ჩამოტვირთვა

აშშ-ს შემდეგ სირიიდან ელჩები არაბულმა ქვეყნებმა, საუდის არაბეთმა, გაერთიანებულმა ემირატებმა, ქუვეითმა, ომანმა და კატარმა გაიყვანეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვიქტორია ნულანდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის ხელისუფლებას, გაიზიაროს არაბთა ლიგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ასევე გააკრიტიკა ის სახელმწიფოები, რომლებიც სირიას იარაღით ამარაგებენ : „ როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სირიაში ვიზიტის შემდეგ გაირკვა, პრეზიდენტ ასადი მზად არის კონსტიტუციური ცვლილებები განახორციელოს და ახალი არჩევნების დანიშნოს. ასეთი დაპირებები გასული თვეების განმავლობაშიც ბევრჯერ გვსმენია. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება სირიის პრეზიდენტის დაპირებას ეჭვის თვალით უყურებს. ჯერჯერობით გაურკვეველია შედგება თუ არა დიალოგი“ სირიაში არსებული დაპირისპირების შეჩერების მიზნით დამასკოში გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი, მიხეილ ფრადკოვი ჩავიდნენ. პრეზიდენტ ბაშარ ასადთან შეხვედრის შემდგომ, ლავრომა განაცხადა, რომ ასადი მზად არის დათმობაზე წავიდეს : ”ჩვენ მზად ვართ სირიაში არსებული კრიზისის დასრულებას ხელი შევუწყოთ. ბაშარ ალ ასადი არაბთა ლიგს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას გაიზიარებს. ჩვენთან შეხვედრისას სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი მზად არის მოლაპარაკებებზე წავიდეს და ძალადობა შეაჩეროს“ სირიაში საქართველოს მოქალაქის დაკავების მიზეზების გასარკვევად საქართველოს კონსული ეგვიპტიდან სირიაში გაემგზავრება. გავრცელებული ინფორმაციით დაპატიმრების მიზეზი დაკავებული პირის ბიზნეს საქმიანობაა. BBC-ის ცნობით, სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, შეტაკებებს 300 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები