0 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„დასასრულის დასაწყისია ეს, გახსოვდეთ!არავის შეგრჩებათ!“

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

„დასასრულის დასაწყისია ეს, გახსოვდეთ!არავის შეგრჩებათ!ქვეყნის მოსპობა, განადგურება, დაქცევა არ გყოფნით, ახლა გაუბედურებულ, დამცირებულ ხალხზე ცივი წყალი მიუშვით?რას აკეთებთ? სასიკვდილოდ იმეტებთ?ძალიან ცუდად დაამთავრებთ. დაინდეთ საკუთარი თავები.არ შეეგუება ასეთ დამცირებას ხალხი. დასაკარგიც აღარაფერია. რაც უფრო გაამწვავებთ და დაუნდობლად მოიქცევით, ასეთივე დაუნდობელი იქნება დასასრულიც.გონზე მოდით და დაუბრუნეთ ხალხს არჩევანის უფლება!

P.S. ყველა ინტელექტუალი მორალისტის საყურადღებოდ; თქვენი დაუთოებული კონფორმიზმით ფორმდება ეს გაუგონარი ძალადობა და უსამართლობა!ყველაზე ბაზისური ადამიანური უფლების წართმევა არ მართლდება არანაირი ფსევდოჰუმანიზმით. გახსოვდეთ!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები