0 6 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა – დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას”- ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის ფოტოსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხება, ფოტოზე მას ხელი ჰქონდა შეხვეული:


“2 თვეა, ვიშორებ ტატუს. სამჯერ დავდე ეს ფოტო ინსტაგრამზე, სადაც ხელის ის ნაწილი ჩანს, სადაც ვენებია. რატომღაც მხოლოდ გუშინდელს გამოეხმაურა ე.წ. უსაქმური, არაფროფესიონალი სოციალური გვერდები.

მთელი დღე ვპასუხობ ზარებს, რომ კარგად ვარ და არაფერი დამიშავებია თავისთვის. გამოჭიმეს News-ი, ვითომ ვენები გადავიჭერი. ყვითელი პრესისგან არ მიკვირს მსგავსი საქციელი, მაგრამ იმ თემაზე შეხება, რომელიც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, (ჩემმა ბიძაშვილმა- დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე) და მსგავსი თემებით მანიპულირება?!!!!! ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას!!!!! ინფორმაციის გაჟღერებამდე მინიმუმ შეიწუხეთ თავი და გადაამოწმეთ!!!

P.S. თქვენი წინდაუხედაობის გამო გული გაუხეთქეთ ბევრ ადამიანს!!! ამ ქვეყანაში ნეტავ სად გადის უსაქმურობის, უზნეობის და არაპროფესიონალზმის ზღვარი?!”- წერს ნინი ქარსელაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები