0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ ენმ-ის პარტიული თანამდებობები დატოვეს

ენმ-ის  წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა პარტიული თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.

“დღესვე ვთმობ [თანამდებობას] იქიდან გამომდინარე, რომ მოგებულ მხარეს, კანდიდატს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ნორმალურად დააკომპლექტოს გუნდი, რომელსაც ის თვლის, რომ უნდა იყოს ე.წ წინა ფლანგზე, ანუ მენეჯმენტში, არავინ მინდა ჩათვალოს ბოიკოტად აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, ეს არის მთავარი მოწინააღმდეგე”, – თქვა ბაჩო დოლიძემ.

აკაკი მინაშვილის თქმით, როცა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი აქტუალურია, ბუნებრივია, რომ პარტიას არ ტოვებს.

“მინდა გითხრათ, რომ მქონდა გარკვეული პოზიციები პარტიის მენეჯმენტში, ვიყავი პოლიტიკური მდივანი, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ორივე ამ პოზიციას ვტოვებ, ბუნებრივია პარტიიდან არ მივდივარ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი არის ძალიან აქტუალური, თუმცა აქტიურ პარტიულ მმართველობას ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები. პარტიას ვუსურვებ წარმატებას”, – თქვა მინაშვილმა.

ბაჩო დოლიძე ნაციონალურ მოძრაობაში საორგანიზაციო მდივნის პოზიციას იკავებდა, აკაკი მინაშვილი კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები