1 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის – ყიფშიძე სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა კვლავ უარს ამბობს შიმშილობასთან დაკავშირებულ მედიკამენტებსა და კონსილიუმის შესვლაზე.

მისივე განცხადებით, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა როგორც დამხვდა, არის პრინციპში ისეთივე, როგორც დილას. მედიკამენტებიდან მხოლოდ იმ წამლებს იღებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ამ შიმშილობასთან. სუსტად არის. ბოლო ანალიზები არ იყო კარგი.

საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ. პოზიცია არ შეცვლილა უკვე ერთი თვეა, რასაც ლაპარაკობდა დასაწყისში, იმას იმეორებს ახლაც“, – განაცხადა ყიფშიძემ გვიან ღამით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები