1 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით 2023 წლიდან დაიწყება" - კობახიძე

    "პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები 2023 წლიდან დაიწყება" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ

   „საბოლოოდ, ჩვენ ნებისმიერი სახის სპეკულაცია თავიდან ავიცილეთ. პირველ რიგში, პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება. ამ მხრივ ჩვენ გამოვრიცხეთ ყოველგვარი სპეკულაციები. 

პრეზიდენტის სტატუსი იგივე რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, ჩვენ არ შეგვიტანია მნიშვნელოვანი ცვლილებები. იყო სპეკულაციები, თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ეს იყო. ჩვენ გამოვრიცხეთ ნებისმიერი შესაძლებლობა ამგვარი სპეკულაციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები