1 9 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია" - კობახიძე

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნებოდა, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო.

ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილი ამ განცხადების გამო გააკრიტიკა და მოუწოდა, რომ თავის მანდატს არ გასცდეს. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრემიერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია ნიშნავს.

„ვინ იქნება ქვეყნის პრემიერმინისტრი, ეს იქნება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი და ეს გამარჯვებული არის „ქართული ოცნება“, მისი თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვიტა ის, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერმინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისთვის. აქედან გამომდინარე, მას მოვუწოდებ, ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მას მინიჭებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები