0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კაცი, რომელსაც 82 წლის მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა

მამაკაცი რომელსაც მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. 47 წლის გოგიტა მეგრელიშვილი, კლინიკა გორმედში მკურნალობდა.  ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ.

შემთხვევა, 31 იანვარს მოხდა. შვილის დაჭრაში ბრალდებული მამა დაკავებულია, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შვილი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები