0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნანუკა ჟორჟოლიანი - რადგან დღეს მეორმოცე დღეა, ვფიქრობ დაჯიმ უკვე იპოვა ადგილი, სადაც თავს უფრო კარგად იგრძნობს, ვიდრე ბოლო დღეებში იყო აქ, ამ სამყაროში

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

რადგან დღეს მეორმოცე დღეა, ვფიქრობ დაჯიმ უკვე იპოვა ადგილი, სადაც თავს უფრო კარგად იგრძნობს, ვიდრე ბოლო დღეებში იყო აქ, ამ სამყაროში.

არავინ მოგატყუოთ რომ დედის გაქრობას თქვენი ცხოვრებიდან, დრო ნაკლებად მტკივნეულს გახდის, ან, ამით ცხოვრება მარტივია. პირიქით, მგონი რაც დრო გადის უფრო რთულია.

რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ხშირად უთხარით მშობლებს რომ გიყვართ. ამ,ბოლო დროს, ყველაზე ხშირად მახსენდება, როგორ დავუკოცნე დალურჯებულ ხელები თითქმის ბოლო დღეებში და როგორ იძახდა ნანუკას, ყველაზე მძიმე წუთებში. მერე რა რომ ვერ გადავარჩინეთ, მთავარია ჩემი იმედი ბოლომდე ჰქონდა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები