1 9 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი კონცეპტის შეხვედრების სერია იწყება

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 13, 18 და 27 აპრილს გიწვევთ შეხვედრების სერიაზე. გაზაფხული, იდეალური პერიოდი და ახალი შესაძლებლობაა ცვლილებების დასაწყებად, სწორედ ამიტომ კონცეპტ შეხვედრების პირველი სერიის საერთო თემატიკა მოტივაცია და თვითგანვითარება იქნება. 

კონცეპტ შეხვედრების სპიკერები ფსიქოლოგები ნათია ფანჯიკიძე, ზურა მხეიძე და თამარ გაგოშიძე იქნებიან, რომლებიც ამ მიმართულებით დიდ გამოცდილებასა და კომპეტენციას ფლობენ. სალექციო დროის გარდა შეხვედრების ფორმატი  კითხვა-პასუხის რეჟიმსა და დისკუსიასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც სივრცის სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობაც მიეცემათ.

აპრილის შეხვედრების სერია:

 

13 აპრილი | ნათია ფანჯიკიძეშთაბეჭდილების მიღების ხელოვნება“

18 აპრილი | თამარ გაგოშიძე „პიროვნული ზრდა, წარუმატებლობა და განვითარების მოტივაცია“

27 აპრილი | ზურა მხეიძე „მოტივაცია და თვითგანვითარება“.

 

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე სწორედ ის ადგილია, სადაც სტუმრებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეეძლებათ გამორჩეული სპიკერების მოსმენა. ამ შეხვედრებისგან კონცეპტის მომხმარებლები უნდა ელოდონ, როგორც ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მოტივაციის ზრდის, შთაბეჭდილების მიღების ხელოვნებისა და თვითგანვითარების შესახებ, ასევე, რეკომენდაციებსა და მაგალითებს სპიკერების ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან.

კონცეპტ შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია: https://www.conceptevents.ge

 

*გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შეხვედრაზე დასწრების რაოდენობა შეზღუდულია.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები