1 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად საკვების საყიდლად ფული არ აქვს: NDI

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა. 

კითხვაზე, ბოლო 12 თვის შესახებ თუ ვისაუბრებთ, რამდენჯერ მოხდა ისე, რომ არ გქონდათ ფული, თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის საჭირო საკვების საყიდლად:

  • 30% აცხადებს, რომ ამ მდგომარეობაში ყოველთვე, ან უფრო ხშირად აღმოჩენილა.
  • 29%-ის თქმით, უფრო იშვიათად ვიდრე ყოველთვე
  • 39%-ის თქმით, არასდროს ყოფილა მსგავს სიტუაციაში.

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.

 

კვლევის მიხედვითვე, მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ.

ასევე, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობისთვის მედიკამენტების ფასი კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახდა.  კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.რესპონდენტების შერჩევა მოხდა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე.გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, დიდი და პატარა ურბანული, სოფლის ტიპის დასახლებებში და ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები