0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბელარუსში ხალხი არ ნებდება - ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლა

ბელარუსის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 1000-ზე მეტი მოქალაქე გაათავისუფლა.

„ჩვენ არ გვსურს ომი. 1000-ზე მეტი მოქალაქე იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ,“- განაცხადა ბელარუსის სენატის სპიკერმა ნატალია კოჩანოვამ.

მედიის ინფორმაციით, მინსკში, წინასწარი დაკავების ცენტრთან ათობით ადამიანია შეკრებილი. ისინი ხმამაღლა კითხულობენ იმ პირების სახელებს, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაიკარგნენ.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა იური კარაევმა იმ მოქალაქეებს, რომლებიც არა აქციის მონაწილეები, არამედ გამვლელები იყვნენ და პოლიციის ძალადობის მსხვერპლნი შემთხვევით აღმოჩნდნენ, ბოდიში მოუხადა.

„ვიღებ პასუხისმგებლობას და იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, ბოდიშს ვუხდი,“- განაცხადა მინისტრმა.

ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, აქციის 2 მონაწილე კი -გარდაიცვალა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები