0 6 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ასე თხოვა ხელი "იმედის" თანამშრომლმა პროექტის "შენ შეგიძლია ცეკვა" მონაწილეს

ჩამოტვირთვა

თათა ჯაშმა და გიორგი ბარნაბიშვილმა ერთმანეთი „იმედში,“ პროექტ – „შენ შეგიძლია ცეკვის“, დროს გაიცნეს. ბალერინა თათა ჯაში რამდენიმე თვის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ ამ პროექტიდან  გახდა. ულამაზესმა ბალერინამ სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გაავრცელა,სადაც თავისი საქმრო გოლდფლეის კონცერტზე ხელს თხოვს.

"არასდროს ვიცოდი "ბედნიერების ცრემლი"ს განსაზღვრება. როცა სამყაროს ყველა დადებითი მუხტი შენში იყრის თავს, სწორედ მაგ დროს იფეთქებს ბედნიერების ცრემლებიც და თურმე, ამაზე საოცარი შეგრძნება, მსოფლიოში არ არსებობს! უსასრულო მადლობა არ არის საკმარისი, ამ განუმეორებელი ემოციის მონიჭებისთვის! ძალიან იღბლიანი ვარ, შენ რომ ჩემი ადამიანი გქვია და უზომოდ მეამაყები ბაე! სიტყვიერად რთულია ამ გრძნობის გადმოცემა, ეს არის ემოციათა ზღვა, რომლის გამოხატვითაც 100 სიცოცხლე არ დავიღლები! მიყვარხარ უზომოდ, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ..."
-წერს თათა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები