0 5 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თელავის პოლიციის უფროსი თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის დააკავეს

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა წუხელ მოხდა. თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე, ვ.ზ.- მ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაიწყო, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. მსუბუქად დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები