0 1 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში ორი პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1992 წელს დაბადებული ო.ო. და 1985 წელს დაბადებული ჯ.ბ., გასაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ო.ო.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 339 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 31,2113 გრამ „მდმა“-ს შეიცავს. ჯ.ჰ-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 1,06798 გრამი „მდმა“-ს შემცველი 9 აბი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები