0 1 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყაჩაღობა ახალციხეში - დაკავებულია ორი პირი

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში - სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები