0 1 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს-მ ბაბუის მკვლელობისთვის შვილიშვილი და მისი მეგობარი დააკავა

 შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მ.კ.-მ და მისმა მეგობარმა, გ.გ.-მ, მიმდინარე წლის 9 აპრილს თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე, მ.კ.-ს ბაბუას, 1940 წელს დაბადებულ ჯ.კ.-ს, ანგარების მიზნით, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ, დანაშაულის დასაფარად, ბინაში ხანძარი გააჩინეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა მ.კ. და გ.გ. თბილისში დააკავეს. ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.v

კომენტარები

მსგავსი სიახლეები