1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

LET’S GO BEYOND ZERO - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ განახლებული შოურუმი და კონცეფცია

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  ახალი შოურუმის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზე გადადის.  იაპონური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა 2024 წლიდან მომხმარებლებს სრულიად განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს.  ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად, სრულად იცვლება შოურუმის კონცეფციაც, რაც რეგიონში განსხვავებული მომსახურების პრეცედენტს შექმნის.

ახალი კონცეფციის თანახმად, ყველა პროდუქტი და სერვისი ერთ მულტიფუნქციურ სივრცეში განთავსდება, რაც მომსახურების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გაამარტივებს.  ახალი ვიზუალური იდენტობის მთავარი კონცეფცია სრულიად განახლებული სივრცეა, სადაც თითოეულ მომხმარებელს ბრენდთან უშუალო ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება როგორც ციფრული გზით, ისე პერსონალური მრჩევლის დახმარებით. განახლებულ შოურუმში განთავსებული ციფრული მონიტორები მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, დეტალურად გაეცნოს სხვადასხვა პროდუქტს.

გარეგანი იერსახის ცვლილებასთან ერთად, მომსახურების სტანდარტის გასაახლებლად იგეგმება ორგანიზაციული ტრანსფორმაციაც. ახალი სისტემის საშუალებით შესაძლებელი იქნება ფრონტის თითოეული თანამშრომლის ცენტრალიზებული მართვა, საკვანძო პოზიციებს შორის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდება ახალი გუნდური მიდგომა, რაც, საბოლოო ჯამში, 

მომსახურებას უფრო სწრაფსა და მოქნილს გახდის.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორიგანახლებული სივრცე მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა ფოკუსირებულისტუმარმა შოურუმში შემოსვლის წუთიდან მაქსიმალურად სრულყოფილი მომსახურება უნდა მიიღოსახალი შოურუმის კონცეფცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ამბიციისკენ მიმავალ გზაზერომლის მიხედვითაც ტოიოტას“ ყველა მომხმარებელი შეძლებს განსაკუთრებული გამოცდილების მიღებასრაც გულისხმობს პერსონალურ მიდგომას ყველა მომხმარებლისადმი. „ტოიოტას“ იაპონური კულტურის ნაწილია „ომოტენაში“, რაც ყოველი მომხმარებლის ჩვენს სახლში მოსულ სტუმართან გაიგივებასა და შესაბამის მოპყრობას ნიშნავსგანახლებული კონცეფციავფიქრობთმოგვცემს საშუალებასეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  შოურუმის რეკონსტრუქცია 2023 წელს დაიწყო. ახალი მოდერნიზებული შოურუმის გახსნა და იაპონური ბრენდის განახლებული ონცეფციით ოპერირება 2024 წლის დასაწყისიდანაა დაგეგმილი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ 2014 წელს ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო. შოურუმი თბილისში 10 წლის წინ გაიხსნა. მისი რეკონსტრუქცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და განახლებული სივრცე სტუმრების მიღებას იანვრიდან შეძლებს. ევროპული სტანდარტების შოურუმი უნივერსიტეტის ქ. #6-შიმდებარე 800 კვ/მეტრ ფართობზეა განთავსებული. ინტერიერი „ტოიოტას“  საერთაშორისო გაიდლაინით მოეწყობა.

----

თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია  ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებსკომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებულიამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტა სუახლესი მოდელების ავტომობილებსმაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსაქსესუარებსა და მომსახურებასსერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები