1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

მელია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:"არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ.."

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ჟურნალისტებთან შეაფასა

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს მიჭერდა. ყველას ვთვლი ჩემს თანამებრძოლად ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, რომელიც არ არის მარტივი, თუმცა არის ძალიან მართალი ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებას ეხება და არა ცალკეული ადამიანების, პოლიტიკოსების კეთილდღეობას. 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს, უკლებლივ, გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა. იყო აბსოლუტურად აბსურდული საქმე. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე  აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი  აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. მან კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელიამ , როგორც მათი კოლეგა, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ, თუ მიაჭერს, მიაჭიროს“, - განაცხადა მელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები