0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება - გამყრელიძე

"ჯერჯერობით, ქვეყნაში არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა. მათ შორის, არც გუშინ ინფექციურში შემოსული პაციენტებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ვირუსი",- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გამყრელიძის თქმით, ვირუსი არ აღმოაჩნდა გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ჩინელ პაციენტებს. 

"დღეს და ხვალ, სავარაუდოდ მივიღებთ დეტალურ რეკომენდაციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. აღსანიშნავია რომ რჩევები სამ ჯგუფადაა დაყოფილი და დღის ბოლოს უკვე ევროპის ქვეყნებისთვის იქნება კონკრეტული რეკომენდაცია გაცემული. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, საქართველო აკეთებს ყველაფერს. ჯერჯერობით, ქვეყნაში არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა. მათ შორის, არც გუშინ ინფექციურში შემოსული პაციენტებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ვირუსი",-აღნიშა გამყრელიძე.  

გამყრელიძის განცხადებით,  ზოგად სტატისტიკასთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით ვითარება უფრო დაიძაბა, ამიტომაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. 

"საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთერბეული მზადყოფნა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენეტრის მიხედვით დღევანდელი სტატისტიკა ამგვარია - სამწუხაროდ ძალიან სწრაფად იზრდება ციფრები და უკვე 9 612 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. მომატებულია სიკვდილიანობა და გარდაცვლილია 213 ადამიანი. დაკვირვების ქვეშაა რამდენიმე ათასი ადამიანი, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციამ განაცხადა განსაკუთრებული მდგომარეობა",-აღნიშნა გამყრელიძემ.    

კომენტარები

მსგავსი სიახლეები