0 6 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„პატარა გოგო-ბიჭების გვამები გამოაქვთ ბერას კლუბიდან! სად არის ერეკლე კოდუა, რომ დედაბუდიანად აეწიოკებინა ეს ნაძირლები?!“

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სიცოცხლით სავსე ქალაქს რომ დაგპირდება და სიკვდილი რომ გამეფდება, ღამის კლუბებიდან გვამი-გვამზე რომ გამოაქვთ და ღამის ეკონომიკას ამ ფორმით რომ ეწევიან, ამასაც გაგებით რომ ეკიდება თბილისი, გახარიას გადადგომას რომ არ ითხოვს და მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებას, რომლის დროსაც სრულიად მშვიდად უშვებდნენ შვილებს გარეთ და არავინ იცის, ვის კარებთან დაიჩოქებს ბესელიას ამნისტირებული ნარკოდილერების ხელით შემოსული შვილების სიკვდილი და ეჭვის საფუძველიც კი აღარ არსებობს იმისა, რომ ივანიშვილს ეს ქვეყანა მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის უნდა, საკუთარ დენდროლოგიურ და ზოოლოგიურ პარკად უნდა რომ აქციოს, მაგრამ ის ავიწყდება, რომ ჩვენს წინაპრებს სისხლი და ოფლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ერთი ტლუ ხიხოს "ჩემი ეკას", ბერას, უტას , გვანცას და ცოტნესთვის დაეტოვებინათ ჩვენი ნატანჯი, ნაფერები, სისხლით მორწყული მიწა-წყალი და რომელსაც ჩვენც ისევე დავიცავთ ჩვენი სისხლითა და ოფლით, როგორც ჩვენი მამა-პაპა იცავდა, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ ისინი შეაკვდნენ ივანიშვილისებრთა ხროვის შემოსევებს, ჩვენ კი შეკვდომას არ ვაპირებთ, ვაპირებთ აქეთ შემოგვაკვდნენ ეს უჯიშო, ურჯულო, უსამშობლო არაფრები!


ბერა ივანიშვილის კლუბი "ბასიანი" ნამდვილ სასაკლაოდ იქცა, სიგარეტსა და პრეზერვატივებთან ბრძოლას, ნარკორეალიზატორებს უნდა ებრძოდეს ხელისუფლება, მაგრამ არ ებრძვის იმიტომ, რომ ერის გენოციდი აქვს განზრახული, ეკოკატასტროფას ვიღა ჩივის, პატარა გოგო-ბიჭების გვამები გამოაქვთ ბერას კლუბიდან! სად არის ერეკლე კოდუა, რომ დედაბუდიანად აეწიოკებინა ეს ნაძირლები?! დღე და ღამე ნარკორეალიზატორების დევნაში იყო და ახლა რომ თავისუფლად და პირდაპირ შატბერაშვილებისა და იზორიების აფთიაქებში ყიდულობენ, კოდუას შიშით წამალს კი არა, შპრიცს ვერ ყიდულობდნენ აფთიაქებში!“, წერს მეგი გოცირიძე.


ბერა ივანიშვილი მეგო გოცირიძეს პასუხობს: http://itv.ge/?m=7&CID=52349

კომენტარები

მსგავსი სიახლეები