1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ქიმიოთერაპიას უახლოეს დღეებში ვიწყებ"- ახალი ინფორმაცია გიორგი მახარაძის შესახებ

მსახიობი  გიორგი მახარაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, მოკლედ ჩამოვედი თურქეთიდან, ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა უმაღლესი დონის სპეციალისტებთან, რაც რა თქმა უნდა თქვენი დახმარების გარეშე ვერ მოხერხდებოდა, რის გამოც კიდევ ერხელ გიხდით უდიდეს მადლობას ყველაააას...❤ 

დამისვეს დიგნოზი, რომელიც აქ დასმული დიაგნოზის იდენტურია და დამინიშნეს შესაბამისი მკურნალობა, ქიმიოთერაპია, რომელსაც უახლოეს დღეებში ვიწყებ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის💪 3 თვეში ისევ მიწევს ჩასვლა და გადამოწმება თუ როგორ ჩაიარა მკურნალობამ... 

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, ინტერვიუებს და ა.შ... მინდა იცოდეთ რომ რასაც მე დავწერ მხოლოდ ეს არის სიმართლე და ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვა ინფორმაციას, ათასნაირი ინტერპრეტაციით იწერება რაღაცეები და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანონ, ყველა საჭირო ინფორმციას მოგაწვდით პირადად მე... 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, შობას და მთელი გულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს❤ ჯანმრთელობას და სურვილების ასრულებას❤ თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის, ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა ვიგრძენი, იმხელა რო ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და ყველაზე მაგრები ხართ, უუუუღრმესი მადლობა❤❤🙏🙏✌"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები