1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,მიშა ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს გამზრდელ ბებიას"- გვარამიას სამძიმარი სააკაშვილს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია  მიხეილ სააკაშვილს ბებიის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

"მზია ბებიას გარდაცვალება ძალიან მეწყინა და ვიზიარებ ყველა ჭირისუფლის ტკივილს. განსაკუთრებით, მისი გაზრდილი მიშას, რომელიც ვერ ჩამოვა და ვერ იგლოვებს გამზრდელ ბებიას, მარტო იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა,"-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,რომ  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბებია, მზია წერეთელი გარდაეცვალა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები