1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"არ შემიძლია, წმინდა ტრაპეზის წინ, წირვის დროს ხელებატოტინებული უფალთან ვერ ვითამაშებდი"

   მამა პეტრე სოციალურ ქსელში საკმაპოდ აქტიურია, ამჯერად მან პოსტი მის ერთ-ერთ ნაცნობზე გამოაქვეყნა, რომელმაც წლების წინ ბერობა გადაწყვიტა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.. ამბავს მამა პეტრე, საკმაპოდ საინტერესოდ ყვება..   

   "შემთხვევით წავაწყდი. ნამდვილად ვერ ვიცნობდი, რომ არ შევეჩერებინე და არ ეთქვა ვინც იყო... ძალიან გამიხარდა... წლებია არ მინახავს... ამ წლებს კი ბევრი მიაქვს, ბევრიც მოაქვს და უცვლელი მხოლოდ დროის ცვლილებაა...
მიჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ასე მგონია სიარულს თავიდან ვსწავლობო...
ადრე ღვთისმსახური იყო... რომელიღაც მონასტერში ბერად შედგა... დიდი ხანი ბერულად ცხოვრობდა... მერე, მერე რაღაც მოხდა და...
არ შემიძლია, წმინდა ტრაპეზის წინ, წირვის დროს ხელებატოტინებული უფალთან ვერ ვითამაშებდი... სხეულით იქ ვიყავი, გონებით სხვაგან და ხალხის დასანახად წმინდანის როლს ვერ მოვირგებდიო...
ბევრ რამეზე ისაუბრა, საოცრად მგრძნობიარე, დაფარულ, დამარხულ საკითხებს შეეხო...
ვერც ერთი წიგნი, ვერც ყალბი დარიგება ვერ მომცემდა იმდენს, ქუჩაში შემთხვევით გამვლელმა ყოფილმა სასულიერო პირმა რომ მომცა...
მან თავი გაწირა და საკუთარი გულწრფელობა, ჯერ კიდევ რკინის გალიაში მყოფ განრისხებულ სახეებს ფეხქვეშ დაუფინა... ერჩივნა ადამიანებისთვის შენიღბვის გარეშე, ნამდვილი სახე დაენახებინა და უფალთან სპექტაკლი არ დაედგა... 
ის ღირსეულად მოიქცა... არ ვიცი, როგორია უფლის სამართალი, მაგრამ ჩემს თვალში უფრო დაფასდა... ცოდვებს ანაფორა არ გადააფარა და ყველა მისი სინამდვილე გააშიშვლა... 
ის მოდიოდა, როგორც ყველასგან გარიყული, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები