1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მხატვარი ბესიკ დუღაშვილი დაიკარგა

მხატვარი ბესიკ დუღაშვილს ოჯახი ეძებს. მან დღეს სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა და მას შემდეგ გაუჩინარდა. მისი ოჯახის განცხადებით ის სახლიდან დილით 10 საათზე გავიდა და მას მერე კონტაქტზე არ გამოსულა. 

"როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით „ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!“, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-„იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი“... როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს...არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა... არა... არა...
და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს...
მე გავდივარ... გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან...((
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში...
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება... შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა... მშვიდი სიბერე...
დე მე ვიყო ბოლო...
შემინდეთ... და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი" - წერს ბესიკ დუღაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები