0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

როგორ ამოვიცნოთ მატყუარა ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

  ასტროლოგები არაერთგზის უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნად მატყუარა ვერძიც არსებობს, ძუნწი მშვილდოსანიც, ფულის მფლანგველი კუროც და ხისთავიანი სასწორიც… ამიტომ ნურაფერი გაგიკვირდებათ. ყველაფერი ხომ მაინც ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკის დეტალებზეა დამოკიდებული. თუმცა, მაინც არსებობს კონკრეტული რჩევა თორმეტივე ზოდიაქოს ნიშანთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ აფერისტი. აფერისტობით კი ყველა ნიშანი სხვადასხვაგვარად აფერისტობს… მოდით სათითაოდ განვიხილოთ ყველას შემთხვევა:

მატყუარა  ვერძი ზედმეტად თავაზიანი იქნება თქვენ მიმართ.

მატყუარა  კურო აუცილებლად დაგპატიჟებთ ლანჩზე თავისი ხარჯით.

მატყუარა  ტყუპი უახლოესი ნახევარი საათი მდუმარებაში გაატარებს და ყველანაირი ძალების დაძაბვით ეცდება მოგისმინოთ (ან ისეთი სახე მიიღოს რომ გისმენთ).

მატყუარა  კირჩხიბი გულმოწყალედ დაგითმობთ სამსახურში უკანასკნელ კოვზ ყავას.

მატყუარა  ლომი აუცილებლად გეტყვით “რაშიც გინდა მიმსახურე”!

მატყუარა  ქალწული მშვიდად მიალაგებს თქვენ მიერ არეულ მის სამზარეულოს.

მატყუარა  სასწორი დაგაიმედებთ, რომ თქვენ მაგივრად მოაგვარებს პრობლემებს.

მატყუარა  მორიელი გულს გადაგიშლით და საკუთარ თავზე “თითქმის ყველაფერს” მოგიყვებათ “საიდუმლოდ”.

მატყუარა მშვილდოსანი დაგპირდებათ, რომ იქორწინებს (ცოლად გამოგყვებათ) თქვენზე.

მატყუარა  თხის რქა გეტყვით, რომ მისთვის თქვენს დიპლომსა და სოციალურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა.

მატყუარა  მერწყული აუცილებლად გასესხებთ ფულს და მერე აღარ მოგთხოვთ.

მატყუარა თევზები – ისინი სულ აფერისტები (ოღონდ კეთილი აფერისტები) არიან.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები