1 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატას ახალი დირექტორთა საბჭო ჰყავს

7 დეკემბერს, საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ყოველწლიური გენერალური ასამბლეა და არჩევნები ჩატარდა.

 

სავაჭრო პალატის წევრმა კომპანიებმა ორგანიზაციის ახალ პრეზიდენტად - ირაკლი ბაიდაშვილი, პირველ ვიცე-პრეზიდენტად - მაიკლ ქოუგლი, ვიცე პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციაზე კი გიორგი თხელიძე აირჩიეს.  

 

ირაკლი ბაიდაშვილი აქამდე სავაჭრო პალატაში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ის ამერიკის სავაჭრო პალატაში საქართველოში ამერიკული ინვესტიციით დაფუძნებულ GMT ჯგუფს წარმოადგენს.

 

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი - მაიკლ ქოუგლი აქამდე AmCham-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ხაზინადარის პოზიციას იკავებდა; თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე - გიორგი თხელიძე კი - სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.

 

არჩევნებზე ხელახლა აირჩიეს დირექტორთა საბჭოს შემდეგი წევრებიც:

·       კოლინ დონოჰი - ოპტიმალ დიჯიტალი ·       აიტენ ჰაჯიევა - BP საქართველო ·       ოთარ ყიფშიძე - დენტონს საქართველო ·       კრეიგ კრამერი (ახლად არჩეული) - Gulf Georgia ·       იორდი კუიჯტ - Silk Hospitality/Radisson ·       სანდრო შელია - CAI International ·       ქეთი ქვარცხავა - იურიდიული ფირმა - BLC ·       გიორგი სვანაძე (ახლად არჩეული) - იურიდიული ფირმა - MG Law ·       სარა უილიამსონი პრეზიდენტის ემერიტუსად და საბჭოს საპატიო წევრად აირჩიეს ·       ბეტსი ჰასკელიც ასევე საბჭოს საპატიო წევრად იქნა დამტკიცებული  

ბორდის წევრების არჩევა, 2 წლის ვადით, არჩევნების გზით ხდება. წლევანდელ არჩევნებში სავაჭრო პალატის 112-მა წევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

ამერიკის სავაჭრო პალატა (AmCham) ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც 200-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ქვეყანაში ბიზნეს ინტერესების დამცველს წარმოადგენს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს აშშ-სა და საქართველოს შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

ამერიკის სავაჭრო პალატაში შემდეგი მიმართულებების კომიტეტები ფუნქციონირებს: სოფლის მეურნეობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, მშენებლობა და უძრავი ქონება, განათლება, გარემოს დაცვა, ტურიზმი, ინოვაციები და მეწარმეობა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები