პოლიტიკა
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ POSTV-ის წილების 52% იყიდა
2022-10-04 12:45:14
დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ოცნებიდან" წასულების მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია "პოს ტვ"-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია პოსტივის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.
კომენტარები