1 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“Tegeta Green Planet“ - სპეციფიკური ნარჩენების მართვისთვის „თეგეტა ჰოლდინგმა“ ავტორიზება მოიპოვა

თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკურინარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დღეისათვის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ყველაზე ეფექტურ გზად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპების დანერგვა ითვლება. კომპანიების მხრიდან გარემოსდაცვითი მიდგომააერთიანებს მწარმოებლისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობას, ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აღნიშნული გულისხმობს,სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირებას, მათგადამუშავებასა და აღდგენას. საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ვალდებულება აიღო დაგარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ავტორიზაცია მოიპოვა, "თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტია.“ კომპანია იღებს ვალდებულებას, მართოსსპეციფიკური ნარჩენები საბურავების, საავტომობილო აკუმულატორებისა და ზეთებისმიმართულებით. ამ პროდუქტების ნაწილი, პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურნარჩენებად გადაიქცევა.

„თეგეტა გრინ პლანეტის“ ხელმძღვანელი შალვა ახვლედიანი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნაკომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც სწორედ სპეციფიკური ნარჩენების მართვას, მათ რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენასუზრუნველყოფდა . აღნიშნული უნდა განხორციელდეს მათი სეპარირებული შეგროვებით, გადამუშავებით და ახალი პროდუქციის მიღებით, რომელიც თავიდან ჩაეშვება ბაზარზე. ამასთანავე გვსურს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ თეგეტაში ნარჩენების მართვა აქამდეც ხდებოდა, თუმცა, 2022 წლის ივლისიდან, პროცესი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.“ 

„თეგეტა გრინ პლანეტს“ ნარჩენების მართვისვალდებულება 2023 წლიდან ერთვება. ამ დრომდე კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა შეგროვების პუნქტების მოძიება, ლეგალიზების სამუშაოები, ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნების მოძიება და პროცესების დაგეგმვა, რათასპეციფიკური ნარჩენების უფრო დიდი მასის მართვა, კანონის შესაბამისად განხორციელდეს.

სამომავლოდ „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობის აღების გარდა, ქვეყნის ყველა რეგიონში  გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას აპირებს. ასევე, გარემოსდაცვით საკითხებზე,  საზოგადოებისმეტად ინფორმირებისათვის, კომპანიაში სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიებს წარმოება იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები