0 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ დახმარება ბათუმში დაზარალებულთათვის

კომპანია „სოკარი“ 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. „სოკარის“ გუნდი უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულ ზვიად თავდგირიძეს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 53 ოჯახი დაზარალდა. ამ დროისთვის, ისინი დროებით თავშესაფარში იმყოფებიან.

კომპანია „სოკარმა“ ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 ლარი გამოყო და მათი თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს თანამშრომლობით შექმნილ ფონდში გადარიცხა.

ფონდში შემოსული თანხა ტრაგედიით დაზარალებულ პირთა საჭიროებებს მოხმარდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები