0 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თანამედროვე ხედვის კონცეფციით განახლებული „დედაენის ბაღი“ - თანამედროვე ტექნოლოგიებით მოწყობილი რეკრეაციული სივრცე

16 ივნისს უკვე ოფიციალურად და საზეიმო ვითარებაში გახსნილი განახლებული დედაენის ბაღი თბილისის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილი გახდა და ტრადიციულად, უამრავ ვიზიტორს იზიდავს. განახლებული სივრცე თბილისის მერმა, კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნეს.

სწორედ 170 წლის წინ, 1851 წელს დასრულდა დღევანდელი მშრალი ხიდის მშენებლობა, რომელმაც ახლანდელი ათონელის ქუჩა ზაარბრიუკეტის მოედანს დააკავშირა და ეს ტერიტორია დედაქალაქის ერთ–ერთი მიმზიდველი ადგილი გახდა. 

პროექტის შემსრულებელი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ ბაღის ძველი იერსახის შენარჩუნების პარალელურად, მისი ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით აღჭურვა კომპლექსური, საინტერესო და გამოწვევებით სავსე პროცესი იყო. 

„პროცესი იყო ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი. როგორც ყოველთვის,  ამ პროექტის შემთხვევაშიც აქტიური თანამშრომლობა გვქონდა დამკვეთთან - თბილისის განვითარების ფონდთან, სხვადასხვა პარტნიორთან და ამ კოლაბორაციის შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. მსგავსი პროექტების ხიბლი სწორედ იმაშია, რომ „ენსისი“ ყოველთვის ცდილობს, არსებულ პროექტს დამატებითი ღირებულებები შესძინოს. ეს შემოქმედებითი პროცესია და გზადაგზა ხდება დეტალების დახვეწა, განვითარება, ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ეს გაცილებით საინტერესოს ხდის პროექტს. შედეგიც  ყოველთვის უფრო ხარისხიანი და შეთამბეჭდავია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ უბანში ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ ამ საინტერესო, შემოქმედებით პროცესში ჩემი შვილიც იყო ჩართული და დღეს ისიც განსაკუთრებული ემოციით სტუმრობს პარკს. მთავარი რამ, რაზეც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ამ პროცესში ფიქრობს და სულ გვახსოვს, არის ის, რომ ჩვენმა პროექტმა  ადამიანების ცხოვრების წესი უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია “, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

უშუალოდ „დედაენის ბაღის“ რეაბილიტაციის პროცესს რაც შეეხება, რომლის ფარგლებშიც აქ 50 ათასზე მეტი მცენარე დაირგო, არაერთი ინოვაციური ტექნოლოგია დაინერგა, რის შედეგადაც მივიღეთ: 

– წინაღობებით აღჭურვილი ბეტონის სკეიტპარკი - რეგიონში არის პირველი პროექტი, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით გაკეთდა და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში როგორც საპროექტო გადაწყვეტილებით, ასევე, ზედაპირის დამუშავების თვალსაზრისით.

– ინოვაციურია მთელი რიგი გამოყენებული მასალები, რაც არის ძალიან მაღალი ხარისხის და საქართველოში პირველად სწორედ აქ დაინერგა.

– დედაენის ბაღში გაკეთდა ერთ-ერთი ყველაზე რთული და შთამბეჭდავი შადრევანი.

– ახალი პარკი მთლიანად ადაპტირებულია  შშმ პირთა საჭიორებებზე.

– განახლდა სარწყავი სისტემა, რომელიც დისტანციური მართვის სისტემით მუშაობს. 

– მოეწყო გარე განათების ქსელი დიმირების სისტემით, რასაც ასევე დისტანციური მართვის მხარდაჭერა აქვს.

გეგი ქელბაქიანი ამბობს, რომ „სკეიტპარკის მშენებლობა განხორციელდა კომპანია „ენსისი“–ს ლატვიელი პარტნიორების Mind work Ramps ჩართულობით, რომლებიც ევროპაში ექსტრემალური პარკების ერთ-ერთი საუკეთესო მშენებლები არიან. სკეიტმოედანი აღჭურვილია ოლიმპიური სტანდარტის განათების სისტემით, რაც საშუალებას იძლევა ევროპის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლები გავხდეთ“.

„როგორც წესი, ჩვენ დამკვეთთან თანამშრომლობით, თითქმის ყოველთვის გავდივართ საკმაოდ საინტერესო და შემოქმედებით პროცესს, რაც პროექტის დახვეწას გულისხმობს და სწორედ ამაშია ჩვენი მუშაობის მთავარი ხიბლი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც პროექტი ისტორიულ ადგილს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხება. „დედაენის ბაღი“ თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისით და მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნა ამ შემოქმედებით პროცესში, პროექტირებისა და დიზაინის დახვეწაში, ხარისხიან და ინოვაციურ შესრულებაში და ა.შ.  რეკონსტრუქციის შემდეგ შექმნილი სარეკრეაციო ინფრასტრუქტურული სერვისებით „დედაენის ბაღში“ უკვე ყველა თაობის ადამიანი სარგებლობს“, – ამბობს გეგი ქელბაქიანი.

კომპანია ენსისის“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი განუხორციელებია და ახორციელებს როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში: მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ტერიტორიაზეც შალიკაშვილების ცნობილი სასახლე დგას; დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა; თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვ. 

       

კომენტარები

მსგავსი სიახლეები