0 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

EBRD-ის ორგანიზებით ონლაინ ღონისძიება - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის" გაიმართება

22 ივნისს, 11:30 საათზე,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მისი მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით  ონლაინ ღონისძიება  - “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების ანალიზსა და იმის განხილვას, თუ რა გავლენა აქვთ მათ ქალ და მამაკაც მეწარმეთა საქმიანობაზე, ასევე,  როგორ უმკლავდება ამ გამოწვევას  მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესი.

ფორუმში მონაწილეობას საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის, მათ შორის, თიბისის წარმომადგენლები მიიღებენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტორიას თავიანთ ხედვასა და გადადგმულ ნაბიჯებს გაუზიარებენ.

ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების დაბალანსებული და რეალისტური საშუალებაა. ტრადიციული ეკონომიკური მოდელისგან განსხვავებით, ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა, სხვა მაჩვენებლებთან ერთად, ითვალისწინებს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ გარემოს. მისი მიზანი არამხოლოდ მშპ-ს ზრდა, არამედ რესურსების ეფექტურად გამოყენება  და სხვადასხვა ეკოსისტემისა და მასში მონაწილე ყველა ადამიანის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

რამდენად ინფორმირებულები მეწარმეები კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესახებ, მათი დაძლევის რა მეთოდებს იცნობენ და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის მწვანე დაფინანსება - ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გასაცემად EBRD-ის GEFF პროგრამამ საქართველოში მრავალპროფილური კვლევა ჩაატარა. ღონისძიებაზე, ბანკისა და პროგრამის წარმომადგნელებთან ერთად, კვლევის მთავარ მიგნებებსა და რეკომენდაციებზე საქართველოს სამთავრობო, ფინანსური და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ისაუბრებენ.

 

ღონისძიებაზე დასასწრებად, დარეგისტრირდით ბმულზე -

რეგისტრაცია/Registration (google.com)

 

ღონისძიების დღის წესრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

ონლაინ ღონისძიება “ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის” – GEFF საქართველოში – მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამა (ebrdgeff.com)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები