1 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე – თემურ მიქელაძე

ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ მოზარდების ვაქცინაციაზე – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ჩემი მიმართვით რამდენიმე ბავშვი აიცრა საქართველოში, ეს იყო განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები და სწორედ ამ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო ეს ვაქცინაცია. ეს იყო 12 და 15 წლის ბავშვები. მათ ნორმალურად გადაიტანეს, ერთ-ერთი მათგანი შემდეგ დაინფიცირდა კიდეც და ჰქონდა მსუბუქი ფორმით. შესაბამისად, გავიდა ერთი თვე და მეორე დოზასაც დავამატებთ.

ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ განსაკუთრებით რისკჯგუფის მქონე ბავშვებს უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია. რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც არანაირი პათოლოგია არ აქვთ, არ არის აუცილებელი ვაქცინაცია. სჯობს, ეს ვაქცინები ჯერ გამოვიყენოთ იმ მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომლისთვისაც კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

ვისაც აქვს სურვილი დღესვე შეუძლია ნებისმიერ მშობელს მიმართოს თავის ოჯახის ექიმს, ოჯახის ექიმები ავსებენ “ფორმა 100″-ს, შემდეგ იგზავნება სამინისტროში და მყისიერად ხდება ამაზე რეაგირება და ეს ბავშვები აიცრებიან, ოღონდ ეს უნდა იყოს მშობლის ნება, ასევე ოჯახის ექიმმა უნდა დაადასტუროს, რომ ამ ბავშვს აუცილებლად სჭირდება ვაქცინაცია იმიტომ, რომ მას აქვს ისეთი ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც შესაძლოა კორონავირუსი მომაკვდინებელი იყოს. სამწუხაროდ, ერთი ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა ჩვენ ამ კონკრეტულ ჯგუფში, საუბარია 12-დან 15-წლამდე. ალბათ, უმოკლეს დროში მივიღებთ გადაწყვეტილებას 12 წლის ზემოთ ვაქცინაციაზე და ეს დაშვებული იქნება, მაგრამ მანამდეც შეუძლიათ მოგვმართონ ქრონიკული, რისკჯგუფის მქონე პაციენტებმა”, – განაცხადა თემურ მიქელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები