0 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქრთამის სახით მიიღეს ფულადი თანხები“ – დაკავებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს 2 თანამშრომელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ორი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქრთამის აღების ფაქტებზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს“ იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი სამოქმედო სატყეო უბნებიდან მიწის ნაყოფიერი ფენის უნებართვოდ მოპოვებისა და გამოტანის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ქრთამის სახით მოსთხოვეს და მიიღეს ფულადი თანხები, რა დროსაც მოხდა მათი მხილება“,– ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირებიც გამოვლინდებიან.

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები