1 0 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენი დასავლური ოცნების აღსრულების მთავარი წინაპირობა მოქმედი რეჟიმის შეცვლაა"

“ᲛᲝᲒᲔᲡᲐᲚᲛᲔᲑᲘᲗ ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲝ, ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲔᲑᲝ, ᲩᲔᲛᲝ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲐᲮᲚᲝᲑᲚᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲗᲕᲘᲡ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲡᲐᲧᲕᲐᲠᲔᲚᲝ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲝ, ᲘᲛᲘᲢᲝᲛ ᲠᲝᲛ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲘᲡᲔ ᲐᲠ ᲐᲐᲮᲚᲝᲔᲑᲡ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘᲕᲔ ᲓᲦᲔᲔᲑᲘᲓᲐᲜ, ᲝᲪᲜᲔᲑᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲐᲛᲝᲫᲠᲐᲕᲔᲑᲓᲐ ᲓᲐ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲛᲥᲝᲜᲓᲐ, ᲛᲔᲮᲘᲚᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲝᲯᲐᲮᲘᲡ ᲡᲠᲣᲚᲤᲐᲡᲝᲕᲐᲜ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲣᲧᲝᲤᲔᲚ ᲜᲐᲬᲘᲚᲐᲓ, ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝ ᲨᲔᲣᲥᲪᲔᲕᲐᲓᲐᲓ ᲨᲔᲛᲓᲒᲐᲠᲘᲧᲝ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲠᲔᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲖᲐᲖᲔ.

ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲐᲛ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲛ ᲛᲘᲒᲕᲘᲧᲕᲐᲜᲐ ᲕᲐᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲕᲝᲚᲣᲪᲘᲐᲛᲓᲔ, ᲬᲐᲠᲛᲝᲣᲓᲒᲔᲜᲔᲚ ᲠᲔᲤᲝᲠᲛᲔᲑᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲨᲔᲣᲛᲓᲒᲐᲠᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲐᲠᲜᲐᲮᲣᲚ ᲐᲦᲛᲨᲔᲜᲔᲑᲚᲝᲑᲐᲛᲓᲔ, ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲝᲑᲐᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝ ᲥᲕᲔᲧᲜᲐᲓ ᲥᲪᲔᲕᲐᲛᲓᲔ. ᲛᲗᲔᲚ ᲞᲝᲡᲢᲡᲐᲑᲭᲝᲗᲐ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ, ᲘᲛᲒᲕᲐᲠ ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐᲛᲓᲔ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲞᲐᲠᲢᲘᲐ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲝᲓᲐ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲣᲚᲘᲧᲝ ᲓᲐ ᲚᲘᲓᲔᲠᲡ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲐᲓ ᲒᲐᲓᲐᲔᲪᲐ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲣᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲛᲔ ᲕᲬᲣᲮᲕᲐᲠ ᲩᲔᲛᲘ ᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲘᲡ ᲑᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲐᲛᲒᲕᲐᲠᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲐᲨᲔᲜᲔᲑᲐ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲨᲔᲛᲠᲪᲮᲕᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲐᲡᲝᲓᲔᲡ ᲕᲘᲜᲐᲜᲔᲑ. ᲐᲡᲔᲐ: ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲬᲧᲐᲠᲝ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲐ ᲓᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲘᲡ ᲬᲧᲕᲔᲢᲡ, ᲛᲝᲒᲕᲘᲧᲕᲐᲜᲝᲡ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐᲨᲘ ᲐᲜ ᲒᲐᲒᲕᲘᲨᲕᲐᲡ ᲮᲔᲚᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲓᲐᲜ.

ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚᲘ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲐᲛ ᲮᲜᲘᲡ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ, ᲐᲮᲚᲐ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲨᲘᲐ. ᲓᲐ ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪ, ᲐᲮᲚᲐ, ᲩᲕᲔᲜᲡ ᲒᲣᲚᲔᲑᲨᲘ, ᲙᲕᲚᲐᲕ ᲘᲡᲔᲗᲘᲕᲔ ᲡᲘᲛᲫᲚᲐᲕᲠᲘᲗ ᲐᲔᲜᲗᲝ ᲔᲡ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ 2003 ᲬᲔᲚᲡ. ᲐᲛ ᲨᲔᲒᲜᲔᲑᲐᲛ ᲓᲐ ᲐᲛ ᲨᲔᲒᲠᲫᲜᲔᲑᲐᲛ ᲒᲐᲓᲐᲛᲐᲠᲩᲘᲜᲐ ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲐᲓ ᲓᲐ ᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ ᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲐ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲣᲤᲠᲝ ᲒᲐᲛᲘᲫᲚᲘᲔᲠᲐ ᲒᲚᲓᲐᲜᲘᲡ ᲡᲐᲙᲝᲜᲪᲔᲜᲢᲠᲐᲪᲘᲝ ᲑᲐᲜᲐᲙᲨᲘ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲗᲐᲜ ᲘᲡᲔ ᲐᲮᲚᲝᲡ ᲕᲘᲧᲐᲕᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ. ᲔᲡ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲒᲐᲥᲠᲔᲑᲐ. ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲛᲔ ᲛᲝᲛᲙᲚᲐᲜ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲛᲐᲡ ᲕᲔᲠᲐᲕᲘᲜ ᲕᲔᲠ ᲛᲝᲙᲚᲐᲕᲡ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲒᲣᲚᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲝᲜᲔᲑᲐᲨᲘ. ᲩᲕᲔᲜ ᲣᲙᲕᲔ ᲒᲐᲕᲘᲒᲔᲗ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲙᲚᲐᲡᲘᲡ ᲛᲝᲗᲐᲛᲐᲨᲔᲓ ᲧᲝᲤᲜᲘᲡ ᲒᲔᲛᲝ, ᲠᲐᲪ ᲕᲔᲠ ᲐᲘᲢᲐᲜᲐ ᲩᲕᲔᲜᲛᲐ ᲛᲢᲔᲠᲛᲐ ᲓᲐ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲡ, ᲔᲡ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲓᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲡ ᲒᲔᲛᲝᲪ ᲓᲘᲓᲘ ᲮᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲛᲐᲕᲚᲝᲑᲐᲨᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲐᲓ ᲒᲐᲕᲘᲒᲔᲗ, ᲨᲮᲐᲛᲐᲓ ᲐᲛᲝᲒᲕᲐᲓᲘᲜᲝᲡ.

ᲓᲦᲔᲡ, ᲩᲕᲔᲜ ᲓᲐᲒᲕᲘᲢᲝᲕᲔᲡ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲝᲠᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘ – ᲛᲝᲜᲝᲑᲐ ᲐᲜ ᲐᲛ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ ᲬᲐᲡᲕᲚᲐ. ᲩᲕᲔᲜ ᲐᲛᲐᲖᲔ ᲕᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲗ ᲔᲠᲗᲘ ᲬᲘᲜᲐᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗ – ᲩᲕᲔᲜ ᲐᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲛᲝᲜᲔᲑᲘ, ᲛᲝᲜᲔᲑᲘ ᲐᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲩᲕᲔᲜ. ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲒᲕᲔᲙᲣᲗᲕᲜᲘᲡ ᲩᲕᲔᲜ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲛᲐᲡ ᲡᲐᲯᲘᲯᲒᲜᲐᲓ ᲐᲠᲐᲕᲘᲡ ᲓᲐᲕᲣᲢᲝᲕᲔᲑᲗ.

ᲘᲛᲘᲡᲐᲗᲕᲘᲡ, ᲠᲝᲛ ᲓᲐᲕᲫᲚᲘᲝᲗ ᲡᲘᲦᲐᲢᲐᲙᲔ ᲓᲐ ᲣᲞᲔᲠᲡᲞᲔᲥᲢᲘᲕᲝᲑᲐ, ᲰᲐᲔᲠᲘᲕᲘᲗ ᲒᲕᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲢᲔᲚᲔᲕᲘᲖᲘᲔᲑᲘ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲜᲔᲑᲘ, ᲖᲝᲒᲐᲓᲐᲓ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ. ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲦᲔᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ! ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲦᲔᲡ ᲓᲐ ᲐᲥ! ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲔᲠᲗᲮᲔᲚ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲣᲓᲐᲛᲝᲓ!

ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲒᲕᲐᲦᲐᲢᲐᲙᲝᲜ, ᲒᲐᲒᲕᲐᲣᲑᲔᲓᲣᲠᲝᲜ, ᲠᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ ᲒᲕᲓᲔᲕᲜᲘᲓᲜᲔᲜ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲔᲠᲗᲮᲔᲚ ᲒᲐᲡᲘᲜᲯᲣᲚ ᲒᲔᲛᲝᲡ ᲕᲔᲠ ᲓᲐᲒᲕᲐᲕᲘᲬᲧᲔᲑᲔᲜ! ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲒᲠᲫᲜᲔᲑᲐᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲔᲮᲡᲘᲔᲠᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲕᲔᲠ ᲬᲐᲒᲕᲘᲨᲚᲘᲐᲜ! ᲡᲘᲐᲛᲐᲧᲔᲡ ᲓᲐ ᲦᲘᲠᲡᲔᲑᲐᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲙᲝᲓᲘᲓᲐᲜ ᲕᲔᲠ ᲐᲛᲝᲨᲚᲘᲐᲜ!

ᲐᲛᲘᲢᲝᲛᲐᲪ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲓᲐᲡᲐᲕᲚᲣᲠᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲡᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲬᲘᲜᲐᲞᲘᲠᲝᲑᲐ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐᲐ. ᲡᲮᲕᲐᲒᲕᲐᲠᲐᲓ ᲔᲡ ᲛᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲑᲐ ᲐᲠᲐᲗᲣ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲮᲓᲔᲑᲐ ᲠᲔᲐᲚᲝᲑᲐ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲣᲓᲐᲛᲝᲓ ᲐᲣᲮᲓᲔᲜᲔᲚ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲓ ᲓᲐᲠᲩᲔᲡ. ᲓᲘᲐᲮ, ᲐᲛ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲪᲕᲚᲐ, ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲐ, ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲗᲘ ᲓᲐ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲔᲕᲜᲘᲡ ᲓᲐᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐ, ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲘᲡ ᲖᲠᲓᲘᲡ ᲙᲐᲢᲐᲢᲡᲢᲠᲝᲤᲘᲣᲚᲘ ᲢᲔᲛᲞᲘᲡ ᲨᲔᲩᲔᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲒᲐᲥᲠᲝᲑᲐ, ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲐᲚᲘᲖᲛᲘᲡ ᲝᲠᲑᲘᲢᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲣᲓᲐᲛᲝᲓ ᲛᲝᲬᲧᲕᲔᲢᲐ ᲓᲐ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲝᲠᲑᲘᲢᲐᲖᲔ ᲒᲐᲓᲐᲡᲕᲚᲐ – ᲔᲡᲐᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲒᲐᲓᲐᲠᲩᲔᲜᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲠᲔᲪᲔᲞᲢᲘ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲪ.

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲐᲛ ᲣᲛᲫᲘᲛᲔᲡᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲙᲠᲘᲖᲘᲡᲘᲓᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲕᲐᲚᲘᲐ: ᲩᲕᲔᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲧᲝᲗ ᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲘ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ ᲓᲐ ᲠᲐᲓᲐᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲒᲕᲘᲯᲓᲔᲡ, ᲕᲘᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝᲗ ᲣᲨᲔᲪᲓᲝᲛᲝᲓ, ᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲓᲐ ᲠᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲐᲓ. ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲓᲒᲔᲗ ᲩᲕᲔᲜ ᲚᲔᲒᲘᲢᲘᲛᲣᲠ ᲑᲠᲐᲖᲖᲔ ᲛᲐᲦᲚᲐ ᲓᲐ ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲡ ᲐᲠ ᲛᲘᲕᲪᲔᲗ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲒᲖᲐ-ᲙᲕᲐᲚᲘ ᲐᲒᲕᲘᲠᲘᲝᲡ ᲓᲐ ᲕᲔᲠ ᲓᲐᲕᲐᲧᲔᲜᲝᲗ ᲨᲔᲓᲔᲒᲘ. ᲐᲡᲔᲕᲔ, ᲐᲠᲐᲕᲘᲗᲐᲠ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲕᲧᲕᲔᲗ ᲠᲔᲟᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲒᲓᲔᲑᲣᲚ ᲞᲠᲝᲕᲝᲙᲐᲪᲘᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲛᲮᲐᲠᲘ ᲓᲐᲕᲣᲭᲘᲠᲝᲗ ᲓᲐ ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲐᲓ ᲒᲕᲔᲠᲓᲨᲘ ᲓᲐᲕᲣᲓᲒᲔᲗ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝᲗ ᲘᲛ ᲚᲘᲓᲔᲠᲔᲑᲡ, ᲕᲘᲜᲪ ᲐᲮᲚᲐ ᲒᲐᲠᲔᲗᲐᲐ ᲓᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲘᲗ ᲘᲑᲠᲫᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲡ ᲙᲘᲓᲔᲪ ᲠᲔᲟᲘᲛᲡ ᲐᲛ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ. ᲓᲦᲔᲡ ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘ ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘᲡ, ᲨᲔᲣᲞᲝᲕᲐᲠᲘ ᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲘᲡ, ᲜᲘᲙᲐ ᲛᲔᲚᲘᲐᲡ ᲓᲐᲑᲐᲓᲔᲑᲘᲡ ᲓᲦᲔᲐ ᲓᲐ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲡᲣᲚᲘᲗ ᲓᲐ ᲒᲣᲚᲘᲗ ᲕᲣᲚᲝᲪᲐᲕ ᲛᲐᲡ ᲐᲛ ᲓᲦᲔᲡ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐᲡ ᲕᲣᲡᲣᲠᲕᲔᲑ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ!

ᲩᲕᲔᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲕᲫᲚᲝᲗ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲘᲖᲜᲘᲡ ᲘᲠᲒᲕᲚᲘᲕ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲐ, ᲩᲕᲔᲜ – ᲛᲗᲔᲚᲛᲐ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲛᲐ ᲔᲠᲛᲐ. ᲐᲚᲑᲐᲗ, ᲧᲕᲔᲚᲐᲡᲗᲕᲘᲡ ᲠᲗᲣᲚᲘ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲘ ᲗᲣ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲬᲧᲔᲜᲘᲡ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲔᲑᲐ, ᲛᲐᲒᲠᲐᲛ ᲓᲐᲕᲘᲬᲧᲔᲑᲐ ᲐᲠᲪᲐᲐ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ. ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲞᲐᲢᲘᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲡᲮᲕᲐᲒᲕᲐᲠᲐᲓ ᲩᲕᲔᲜ ᲕᲔᲠ ᲓᲐᲕᲫᲚᲔᲕᲗ ᲘᲛ ᲯᲝᲯᲝᲮᲔᲗᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲨᲘᲪ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲪ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲐᲪ ᲐᲮᲚᲐ ᲘᲛᲧᲝᲤᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲠᲐᲡᲐᲪ ᲗᲕᲘᲗᲒᲐᲜᲐᲓᲒᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲘ ᲥᲕᲘᲐ. ᲡᲮᲕᲐᲒᲕᲐᲠᲐᲓ ᲩᲕᲔᲜ ᲕᲔᲠ ᲨᲔᲕᲫᲚᲔᲑᲗ ᲒᲖᲘᲡ ᲒᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲐᲡ ᲣᲙᲔᲗᲔᲡᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡᲙᲔᲜ!

ᲩᲕᲔᲜ ᲐᲠᲪ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲓᲐ ᲕᲔᲠᲪ ᲐᲕᲘᲢᲐᲜᲗ ᲐᲛᲓᲔᲜ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲖᲘᲖᲦᲡ. ᲨᲘᲓᲐᲓᲐᲞᲘᲠᲘᲡᲞᲘᲠᲔᲑᲐᲖᲔ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲫᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲮᲐᲠᲯᲕᲐ ᲛᲢᲠᲘᲡ ᲬᲘᲡᲥᲕᲘᲚᲖᲔ ᲐᲡᲮᲐᲛᲡ ᲬᲧᲐᲚᲡ, ᲛᲐᲨᲘᲜ ᲠᲝᲪᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲔᲠᲗᲐᲓᲔᲠᲗᲘ ᲛᲢᲔᲠᲘ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲙᲐᲠᲔᲑᲗᲐᲜᲐᲐ ᲛᲝᲛᲓᲒᲐᲠᲘ ᲓᲐ ᲐᲛ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲨᲣᲦᲚᲡ ᲩᲕᲔᲜᲡ ᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲡᲘᲡᲐᲡᲢᲘᲙᲘᲗ ᲓᲐ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲡᲢᲐᲢᲝᲑᲘᲗ ᲘᲧᲔᲜᲔᲑᲡ, ᲣᲜᲔᲑᲚᲘᲔᲗ ᲐᲛᲐᲨᲘ ᲮᲔᲚᲘ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲕᲣᲬᲧᲝᲗ.

ᲓᲦᲔᲡ, ᲛᲘᲜᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲕᲐᲪᲮᲐᲓᲝ ᲓᲐ ᲛᲬᲐᲛᲡ ᲓᲐ ᲛᲯᲔᲠᲐ, ᲠᲝᲛ ᲓᲐᲛᲔᲗᲐᲜᲮᲛᲔᲑᲘᲗ: ᲩᲕᲔᲜ ᲐᲥ ᲕᲓᲒᲐᲕᲐᲠᲗ ᲓᲐ ᲒᲕᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲐᲠᲐ ᲨᲣᲠᲘᲡᲫᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲧᲣᲠᲕᲘᲚᲘ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ, ᲒᲐᲓᲐᲕᲐᲠᲩᲘᲜᲝᲗ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲐᲑᲠᲣᲜᲝᲗ ᲔᲕᲠᲝᲐᲢᲚᲐᲜᲢᲘᲙᲣᲠ ᲝᲯᲐᲮᲨᲘ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲑᲣᲜᲔᲑᲠᲘᲕᲘ ᲓᲐ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲬᲔᲕᲠᲘᲪᲐᲐ.

ᲓᲦᲔᲡ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲔᲣᲑᲜᲔᲑᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲔᲜ, ᲠᲝᲛ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲡ ᲐᲖᲠᲘ ᲐᲠ ᲐᲥᲕᲡ. ᲣᲘᲛᲔᲓᲝᲑᲐᲨᲘ ᲒᲕᲐᲒᲓᲔᲑᲔᲜ ᲓᲐ ᲑᲔᲕᲠᲛᲐ ᲡᲐᲛᲬᲣᲮᲐᲠᲝᲓ ᲮᲔᲚᲔᲑᲘᲪ ᲩᲐᲛᲝᲣᲨᲕᲐ. ᲛᲐᲒᲠᲐᲛ, ᲧᲕᲔᲚᲐᲡ ᲨᲔᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲗ, ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲗ ᲘᲛᲘᲢᲝᲛ, ᲠᲝᲛ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲬᲘᲜᲐᲞᲠᲔᲑᲘ ᲘᲑᲠᲫᲝᲓᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲡᲐᲪ ᲬᲘᲠᲐᲕᲓᲜᲔᲜ. ᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲓᲜᲔᲜ, ᲐᲨᲔᲜᲔᲑᲓᲜᲔᲜ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲡ, ᲛᲐᲠᲪᲮᲓᲔᲑᲝᲓᲜᲔᲜ ᲣᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝ ᲑᲠᲫᲝᲚᲐᲨᲘ, ᲙᲕᲚᲐᲕ ᲤᲔᲮᲖᲔ ᲓᲒᲔᲑᲝᲓᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲘᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲓᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲙᲕᲚᲐᲕ ᲐᲒᲠᲫᲔᲚᲔᲑᲓᲜᲔᲜ ᲨᲔᲜᲔᲑᲐᲡ ᲓᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲡ. ᲐᲡᲔ ᲛᲝᲕᲐᲦᲬᲘᲔᲗ ᲓᲦᲔᲛᲓᲔ ᲓᲐ ᲐᲡᲔᲕᲔ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲝᲗ – ᲤᲔᲮᲖᲔ ᲓᲐᲕᲓᲒᲔᲗ ᲓᲐ ᲒᲐᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲝᲗ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲨᲔᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲜᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐ!

ᲓᲦᲔᲘᲓᲐᲜ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲐᲮᲓᲔᲡ ᲣᲬᲧᲕᲔᲢᲘ. ᲩᲕᲔᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲘᲑᲠᲫᲝᲚᲝᲗ ᲯᲔᲠ ᲘᲛᲓᲔᲜᲘ, ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲪ ᲨᲔᲒᲕᲘᲫᲚᲘᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲘᲛᲓᲔᲜᲘ, ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲘᲪ ᲡᲐᲭᲘᲠᲝᲐ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲨᲝᲑᲚᲝᲡ ᲡᲐᲑᲝᲚᲝᲝ ᲒᲐᲛᲝᲮᲡᲜᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲑᲝᲠᲝᲢᲔᲑᲘᲡ ᲘᲛᲞᲔᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲓᲐᲛᲥᲐᲨᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ.

ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲓᲐᲦᲚᲐ, ᲐᲠᲐᲜᲐᲘᲠᲘ ᲮᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲛᲝᲨᲕᲔᲑᲐ. ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲔ ᲘᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲫᲚᲘᲔᲠᲘᲐ, ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓᲐᲪ ᲩᲕᲔᲜᲨᲘ ᲮᲔᲓᲐᲕᲡ ᲡᲘᲡᲣᲡᲢᲔᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲙᲘ ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ ᲘᲛ ᲗᲐᲕᲒᲐᲜᲬᲘᲠᲕᲐᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲡᲐᲪ ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲨᲔᲜᲔᲑᲗ, ᲛᲐᲗ ᲛᲘᲔᲠ ᲐᲨᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲙᲔᲓᲔᲚᲘ ᲒᲐᲠᲓᲐᲣᲕᲚᲐᲓ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲛᲐᲚᲔ ᲩᲐᲛᲝᲘᲨᲚᲔᲑᲐ.

ᲗᲣ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ, ᲩᲕᲔᲜᲘ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲒᲐᲛᲝᲒᲕᲧᲕᲔᲡ, ᲣᲜᲓᲐ ᲕᲐᲩᲕᲔᲜᲝᲗ ᲗᲐᲕᲒᲐᲜᲬᲘᲠᲕᲐ!

ᲗᲣ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ, ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝᲛ ᲛᲮᲐᲠᲘ ᲓᲐᲒᲕᲘᲭᲘᲠᲝᲡ, ᲣᲜᲓᲐ ᲕᲐᲩᲕᲔᲜᲝᲗ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ!

ᲗᲣ ᲒᲕᲘᲜᲓᲐ, ᲩᲕᲔᲜᲛᲐ ᲨᲕᲘᲚᲗᲐᲨᲕᲘᲚᲔᲑᲛᲐ ᲓᲐᲛᲝᲣᲙᲘᲓᲔᲑᲔᲚ, ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲩᲕᲔᲜᲘᲗ ᲘᲐᲛᲐᲧᲝᲜ, ᲒᲐᲛᲐᲠᲯᲕᲔᲑᲐ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲚᲐᲓ ᲓᲐ ᲣᲞᲘᲠᲝᲑᲝᲓ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲝᲕᲘᲞᲝᲕᲝᲗ!

ᲛᲔ ᲫᲐᲚᲘᲐᲜ ᲐᲮᲚᲝᲡ ᲕᲘᲧᲐᲕᲘ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲗᲐᲜ ᲓᲐ ᲐᲮᲚᲐᲪ ᲛᲖᲐᲓ ᲕᲐᲠ, ᲗᲐᲕᲘ ᲨᲔᲕᲬᲘᲠᲝ ᲩᲔᲛᲘ ᲗᲐᲕᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲡ ᲝᲪᲜᲔᲑᲐᲡ ᲔᲕᲠᲝᲞᲣᲚ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ. ᲩᲔᲛᲘ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲤᲐᲡᲔᲣᲚᲝᲑᲐ, ᲕᲔᲠᲐᲤᲠᲘᲗ ᲨᲔᲔᲓᲠᲔᲑᲐ ᲐᲛ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲘᲡᲘᲘᲡ ᲨᲔᲡᲠᲣᲚᲔᲑᲐᲡ. ᲛᲘᲡᲘᲘᲡ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲧᲝ, ᲐᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲘᲥᲜᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲘᲡᲬᲠᲐᲤᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲓᲐᲛᲘ ᲓᲐᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲞᲘᲠᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲤᲘᲪᲘ. ᲤᲘᲪᲘ ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲓᲐ ᲛᲫᲔᲕᲚᲘᲡ, ᲚᲘᲓᲔᲠᲘᲡ ᲓᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲘᲡ, ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲖᲔ ᲣᲖᲝᲛᲝᲓ ᲨᲔᲧᲕᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲠᲘᲒᲘᲗᲘ ᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲘ ᲞᲐᲢᲠᲘᲝᲢᲘᲡ ᲤᲘᲪᲘ.

ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲓᲦᲔᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ ᲣᲛᲦᲔᲠᲡ ᲓᲘᲓᲔᲑᲐᲡ! ᲩᲕᲔᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲛᲝᲕᲐᲑᲠᲬᲧᲘᲜᲝᲗ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲡ ᲪᲘᲡᲙᲠᲘᲡ ᲕᲐᲠᲡᲙᲕᲚᲐᲕᲘ! ᲛᲯᲔᲠᲐ ᲓᲐ ᲛᲬᲐᲛᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ! ᲐᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜ ᲘᲪᲘᲗ!”

მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები