1 2 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის –  6,03%, ბოლო შვიდი დღის –  6,71%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 418 398, ადამიანი, დღიურად აცრილია 13 884. კარანტინის რეჟიმშია 64, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 185 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 763 პირი.

გუშინ, 26 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 665 პაციენტი, 26 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები