თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი “ახალ...
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
|
2024 წლის პირველ ნახევარში Geely Auto Group-მა, ჯამში, 955 730 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. კომპანიას რეკორდული შედეგები აქვს საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებითაც. Geely International-ის მაჩვენებელმა 197,428 გაყიდულ ავტომობილს მიაღწია, რაც 67%-იან ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემებით კომპანია წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
Geely-მ უკვე შეძლო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება არაერთ ქვეყანაში. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 14 ქვეყანაში გაყიდული ავტომობილებით კომპანია პირველ სამეულშია. მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ფილიპინებში.
ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Coolray, რომელიც თავისი განსაკუთრებული წარმადობითა და დინამიკური დიზაინითაა ცნობილი, საერთაშორისო ბაზარზე საუკეთესო არჩევანი გახდა B-სეგმენტის SUV-ებს შორის. 2024 წლის პირველ ნახევარში Coolray ჩინური ბრენდების სამეულში მოხვდა გაყიდვების მაჩვენებლებით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ყაზახეთში, ქუვეითში, კატარსა და პანამაში.
Geely-ს კონცეპტუალურმა მოდელმა Monjaro-მ კი მორიგი რეკორდი დაამყარა. ჩინურ ავტომობილებს შორის ის გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროები და კატარი. გაყიდვების თვალსაზრისით მოწინავე ადგილზეა ახალი თაობის მოდელი Emgrand. ის პირველია ყაზახეთში, კატარსა და საუდის არაბეთში. გარდა ამისა, Okavango, რომლის დებიუტიც სულ ახლახან, მაისში, შედგა ყაზახეთში, მომენტალურად იქცა გაყიდვების ჰიტად და თავის სეგმენტში ტოპ სამეულშიც შევიდა.
აღნიშნული შედეგებითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო მიმართულებით განვითარება Geely-ს პრიორიტეტად რჩება. 2024 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ გლობალური წარმომადგენლობა 120-ზე მეტი ახალი გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრის დამატებით გაზარდა. კომპანია ამჟამად 650-ზე მეტ გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს ფლობს 76 ქვეყანასა და რეგიონში, აძლიერებს კავშირებს საერთაშორისო მომხმარებლებთან.
დღემდე Geely-მ სამი წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ბრენდი მუდმივად აფართოებს თავის საქმიანობას ხუთ ძირითად რეგიონში (ევროპა, აფრიკა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი). კომპანია ამჟამად მუშაობს ისეთ ბაზრებზე განვითარებისთვის, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდონეზია და ვიეტნამი.
კომპანიის წარმომადგენელთა პროგნოზით, 2024 წლის მეორე ნახევარი გლობალურ ბაზრებზე Geely-ს განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება. ექსპორტის წლიური მოცულობის ზრდას 330 000-დან 380 000 ერთეულამდე ვარაუდობენ. Geely Auto International გააგრძელებს ფოკუსირებას ბაზრის სეგმენტაციაზე, პროდუქციის ინოვაციებზე, ბრენდის გაახალგაზრდავებასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაფართოებაზე.
ქართულ ბაზარზე Geely Auto-ს „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ წარმოადგენს. 2023 წლიდან კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
--
Geely Auto Group არის ავტომობილების წამყვანი მწარმოებელი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ის 1997 წელს დაარსდა, როგორც Zhejiang Geely Holding Group (ZGH)-ის შვილობილი კომპანია. ჯგუფი მართავს რამდენიმე წამყვან ბრენდს, მათ შორის Geely Auto, Lynk & Co და Zeekr. Geely Auto Group ასევე არის მალაიზიის ეროვნული ავტომწარმოებლის PROTON-ის გლობალური სტრატეგიული პარტნიორი. ჯგუფში დასაქმებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, მართავს 12 ქარხანას და ხუთ გლობალურ სამეცნიერო-კვლევით, ასევე განვითარების ცენტრს. Geely Auto Group-ის ქვეშ მყოფმა ბრენდებმა 2023 წელს 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდეს, ხოლო ახალი ენერგოავტომანქანების გაყიდვების მოცულობა - 48.3%-ით, ექსპორტი კი 38%-ით გაიზარდა.
თბილისში, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელის #19-ში, თიბისის მხარდაჭერით, ბიზნეს ცენტრი „ახალი ატრიუმი“ შენდება. ბიზნეს ცენტრი 6 საოფისე და კომერციულ სართულზე ჯამში 11,100 კვ.მ. საო...
12 ნოემბრიდან, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით და აზროვნების აკადემიის ჩართულობით, სტრატეგიული ბრენდინგით დაინტერესებული პირებისთვის პოდკასტების სერია - “ალექსი ჩიქოვანის დიდი პოდკასტი” იწყებ...
ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუ...
თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მ...
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის და შეამოწმე აკუმულატორი უფასოდ „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის სუსხიანი დღეების მოახლოებას ტემპერატურის მკვეთრი კლება ყოველდღიურად გვახსენებს. შესაბა...
Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
კომენტარები