0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“კატეს” გამოყენება არ ჩაივლის უკვალოდ, ზრდის სიმსივნეების და ლეიკემიის რისკს – ზურაბ გურული

რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

„გასათვალისწინებელია…

კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ე.წ. „კატეს“ შეუძლია არსებითად გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი. ძალიან საჭირო და სასარგებლო კვლევაა „კატე“, მაგრამ როგორც ნებისმიერი წამალი მხოლოდ შესაბამისი დოზით არის სასარგებლო.

გადაჭარბებულად ხდება „კატეს“ გამოყენება კორონა-პანდემია-ისტერიის განმავლობაში. არ ჩაივლის ეს უკვალოდ, სამწუხაროდ.

არ არის გამუდმებით შემოწმება საჭირო, პნევმონიის რა მოცულობა დარჩა ფილტვის ქსოვილში. თუ კლინიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ესეიგი ფილტვის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

„კატე“ დამხმარე მეთოდია დიაგნოსტიკის. როდესაც მის გამოყენებას ვაპირებთ, ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა: – რაში მჭირდება მიღებული ინფორმაცია და როგორ გამოვიყენებ ამ ინფორმაციას?

– რამე არ გაგვეპაროს ფილტვებში – ისმის ხშირად. ვერაფერი გაიპარება. სანამ ცვლილებები ისეთი გახდება, რომ „კატე“ დააფიქსირებს, მანამ ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობა გაუარესდება, სუბიექტურად ობიექტური შეგრძნებები დაფიქსირდება, სისხლის ანალიზი შეიცვლება.

„კატეს“ გამოყენება პროცესს ვერ გააჩერებს და არც გართულების პრევენციისთვის გამოდგება.


ამასთან, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებითი ცვლილებები ფილტვის ქსოვილში რამდენიმე დღეში ვერ მოხდება, მითუმეტეს გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტის.

ენდეთ საკუთარ შეგრძნებებს. თუ კარგად ხართ, ესეიგი კარგად ხართ“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები