1 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყალბი კოვიდპასპორტები 70 ევროდ - მასშტაბური ოპერაცია თბილისსა და იმერეთში

70 ევროს სანაცვლოდ ყალბი ე.წ. კოვიდ პასპორტის დამზადების ფაქტზე 9 პირი პასუხისგებაში მისცეს - მათგან ერთი დაკავებულია.

ყალბ კოვიდ-პასპორტებისა და COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგებს თბილისსა და იმერეთში აყალბებდნენ. 

ბრალდებულმა შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდ-პასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა". - წერია განცხადებაში. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მეორე შემთხვევაში იმერეთის რეგიონში მხილებულია რვა პირი, რომლებმაც  საზღვრის კვეთისას  რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობა. დანაშაული 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები