1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, რაც ძალიან საგანგაშოა - თამარ გაბუნია

ანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპის კლებას საგანგაშოს უწოდებს. გაბუნიას თქმით, აცრის ტემპის კლება მიუთითებს, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება.

"ვაქცინაციის ტემპი, ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში, 7 ათასზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს იმაზე, რომ სერიოზულად საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით, თუ რაიმე სხვა გზით, რომ გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები