1 1 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღარიბაშვილი არ მოვიდა იმ ღონისძიებაზე რომ გაიგო იქ ვიქნებოდი, გაქუსლა თბილისში – სააკაშვილი

ღარიბაშვილი არ მოვიდა იმ ღონისძიებაზე რომ გაიგო იქ ვიქნებოდი, გაქუსლა თბილისში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე ნაადრევი გამგზავრებით სავარაუდოდ თავი აარიდა სამთავრობო ლოჟაში მოხვედრას, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.

“ღარიბაშვილი ჯერ ხო ლვოვში არ მოვიდა იმ ღონისძიებაზე, რომ გაიგო იქ ვიქნებოდი. ახლა უნდა დარჩენილიყო აღლუმზე და პირობა დააყენეს, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოსო, ამათ უთხრეს, როგორ არ უნდა იყოსო, მაშინ ჩვენ ტრიბუნაზე არ უნდა იყოსო. პროტოკოლით სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში, სამაგიეროდ, ჩვენ სამხედროებს მე მივესალმე, ასე რომ, დიდი არაფერი დაუკარგავს არც უკრაინას და არც ჩვენ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც აქ იყო, ბოლოს და ბოლოს ჩემი შექმნილი შეიარაღებული ძალებია”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები