1 7 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხატია დეკანოიძე - დღეს საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის

დღეს, დღის ბოლომდე საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმის შესახებ გაიგებს, რითაც ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე გადის - ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ვინც ფიქრობს, რომ ვადამდელი არჩევნები აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის, ამ პლატფორმაში იქნება ჩართული, - ამის შესახებ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ" ხმების 43% ვერ აიღოს.

„ჩვენ მაქსიმალურად მთელი ენერგიით უნდა ჩავერთოთ, რომ ხელისუფლებას მანიპულაციის საშუალება არ მივცეთ.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის ნებისმიერი კანდიდატი იქნება თბილისში თუ რეგიონში, ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი იქნება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები