პოლიტიკა
გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელებს მოსამართლემ პატიმრობაში შეუფარდა
2021-07-09 13:33:45
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებული 4 პირი პატიმრობაში რჩება.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
საუბარია "მთავარი არხისა და ტვ პირველის გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელების საქმეზე.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" კვირეულში დაგეგმილი "ღირსების მარში" 5 ივლისს ვერ შედგა. საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი რუსთაველზე პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ოპოზიციის კარვები დაარბიეს.
რადიკალური ჯგუფები "თბილისი პრაიდისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისში შეიჭრნენ. მოძალადეების მთავარი სამიზნე გახდა მედია, საერთო ჯამში აქციაზე 53 ჟურნალისტი დაშავდა.
კომენტარები