მსოფლიო
ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარების გაუარესების გამო დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება
2021-07-09 10:35:59
ოკუპირებულ აფხაზეთში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.ინფორმაციას sputnik-abkhazia ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, 12 ივლისიდან თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები მუშაობას დროებით შეაჩერებენ. შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა კულტურის ე.წ. მინისტრმა გუდისა აგრბამ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც აიკრძალა საქორწილო, საზეიმო, სადღესასწაულო და სხვა მასობრივი ღონისძიებები.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს.
კომენტარები