პოლიტიკა
გოგი წულაია გაათავისუფლეს
2021-07-01 15:07:33
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია საპატიმროდან გაათავისუფლეს.
ამ წუთებში პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
კომენტარები