1 8 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ ჟვანია გადადგა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია გადადგა. ამის შესახებ მან ვრცელი პოსტი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, თავმჯდომარის უფლებამოსილებას 1-ლი ივლისიდან აღარ შეასრულებს. ჟვანიას აზრით, ეს პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემთ განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

"იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას", - წერს თამარ ჟვანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები